ფეხბურთი

მუნდიალზე 45 წლის ასაკში – რონალდო 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშსაც გეგმავს

41 წლის ლეგენდარულმა პორტუგალიელმა შემტევმა კრიშტიანო რონალდომ არ გამორიცხა, რომ 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც ითამაშოს. როგორც “ალ ნასრის” შემტევმა აღნიშნა, ჯერჯერობით შესანიშნავ ფორმაშია და შესაძლოა, ამ ზაფხულს გასამართი მუნდიალი მისთვის ბოლო არ იყოს. 

 

“არ დამიკარგავს იმედი, რომ 2030 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა შემიძლია. 41 წლის ასაკში გოლებს ყოველ კვირას ვიტან და ამიტომ შესაძლოა, კიდევ 4 წელი ვითამაშო”, – ციტირებს კრიშტიანოს DAZN.

 

შეგახსენებთ, რომ რონალდო პორტუგალიის ნაკრების ღირსებას 2003 წლიდან იცავს. მან ჯამში 226 შეხვედრაში 143 გოლი გაიტანა და 46 ასისტი მიითვალა. 2026 წლის მუნდიალი მისთვის კარიერაში მეექვსე იქნება. 

წყარო: Sportall.ge