ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში პსჟ-მ „ლივერპული“ 2:0 დაამარცხა, ორრაუნდიანი დაპირისპირება 4:0 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა.
შეხვედრა მაღალ ტემპში, ორმხრივი შეტევებით დაიწყო, პირველი მომენტები სტუმრებმა შექმნეს, ჯერ დემბელეს მამარდაშვილმა არ გაატანინა, შემდეგ უსმანმა სამი მეტრიდან ვერ უწია მიზანს. 30-ე წუთზე მასპინძელთა რიგებში იძულებითი ცვლილება მოხდა – ტრავმირებული ეკიტიკეს ნაცვლად მოედანზე სალაჰი შევიდა. „წითლებმა“ შანსი ვერ გამოიყენეს, როდესაც ბურთი საფონოვმა მოიგერია, ვან დეიკის დარტყმული კი მარკინიოსმა დაბლოკა. მერე ტრავმირებული მენდეში ერნანდესმა შეცვალა და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
შესვენების შემდეგ დუე დაშავდა, რომელიც ბარკოლამ შეცვალა. წვიმაც გაძლიერდა და „ლივერპულის“ ზეწოლაც, 64-ე წუთზე პაჩოსთან ბრძოლაში საჯარიმოში მაკ ალისტერი წაიქცა, მსაჯმა მარიანმა ვიდეოგამეორება ნახა და პენალტი არ დანიშნა. ცოტა ხანში კვარაცხელიას გადაცემა დემბელემ მიიღო და თავისი გუნდი დააწინაურა. კომპენსირებულ დროში უსმანმა დუბლი შეასრულა, ბოლოს ხვიჩას დარტყმული ბურთი კარის ხაზიდან კერკეზმა გამოიტანა და “პარი სენ ჟერმენმა” გაიმაჯვა.
ამ სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე ყველა ტურნირზე 40 მატჩში 13 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა – უშუალოდ ჩემპიონთა ლიგაზე 13 შეხვედრაში 8 გოლი და 5 საგოლე პასი.
პსჟ ნახევარფინალში „ბაიერნსა“ და „რეალს“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება – 28 აპრილს გასვლაზე და 5 მაისს სახლში.
ლივერპული. „ენფილდი“
ლივერპული – პსჟ 0:2
გოლები: 0:1 დემბელე (72), 0:2 დემბელე (90+1)
წყარო: Sportall.ge