ფეხბურთი

ვან დეიკი: გვჯერა, ისევ შეგვიძლია ისტორიის დაწერა

პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩის წინ, კომენტარი „ლივერპულის“ კაპიტანმა ვირჯილ ვან დეიკმა გააკეთა.

 

„შეგვიძლია რაღაც განსაკუთრებული გავაკეთოთ. მოუთმენლად ველოდები შეხვედრის დაწყებას. ვათვიცნობიერებთ ამოცანის მთელ სირთულეს. ჩენი თამაშის გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანი გულშემატკივრების მხარდაჭერაა. ვიხსენებ ამ და წინა სეზონში „მანჩესტერ სიტისთან“, „რომასთან“, „ბარსელონასთან“, აგრეთვე „რეალთან“ დაპირისპირებებს. გარწმუნებთ, ყველა ფეხბურთელს სჯერა, რომ ისევ შეგვიძლია ისტორიის დაწერა“, – ციტირებს ვან დეიკს მერსისაიდული კლუბის საიტი.

წყარო: Sportall.ge