ფეხბურთი

“მილანი” არ გამოისყიდის – ფიულკრუგი ზაფხულში “ვესტ ჰემში” დაბრუნდება

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “მილანი” ზაფხულში 5 მილიონი ევროს გაღებასა და “ვესტ ჰემიდან” 33 წლის გერმანელი ფორვარდის ნიკლას ფიულკრუგის გამოსყიდვას არ აპირებს. 

 

გამოცდილი თავდამსხმელი “როსონერის” ზამთარში სეზონის ბოლომდე იჯარის წესით შეუერთდა, თუმცა იმედები ვერ გაამართლა და კვლავ ლონდონელთა ბანაკში დაბრუნდება, რომელთანაც კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს. 

 

ფეხბურთელმა სერია A-ს 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მხოლოდ 1 გოლი გაიტანა. 

წყარო: Sportall.ge