სხვა

კვლავ ბოლო იმედის ჯარიმა და წითელი – “ბარსამ” “ატლეტიკო” დაამარცხა, თუმცა ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში “ატლეტიკო” “ბარსელონასთან” 1:2 დამარცხდა, თუმცა ორი მატჩის ჯამში სიმეონეს გუნდმა 3:2 გაიმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა.

 

“ბარსელონამ” აქტიურად დაიწყო. 33-ე წამზე იამალმა “ატლეტიკოს” კარში დაარტყა და მუსომ საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა. მე-4 წუთზე კლემან ლენგლეს შეცდომის შემდეგ, ლამინი მუსოსთან პირისპირ აღმოჩნდა, ამჯერად ახალგაზრდა ესპანელმა არგენტინელს აჯობა და ანგარიში გახსნა.

 

24-ე წუთზე დანი ოლმოს ბრწყინვალე პასის შემდეგ ფერან ტორესმა ეფექტური გოლი გაიტანა და სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. 31-ე წუთზე ადემოლა ლუკმენმა მარკოს ლორენტეს პასით ერთი ბურთი გაქვითა და “ინდიელები” შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.

 

დარჩენილ დროში მიუხედავად “ბარსას” მცდელობებისა, ფლიკის გუნდმა გოლის გატანა ვეღარ მოახერხა, 79-ე წუთზე კი შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, კლემენ ტურპენმა, სორლოტზე უხეშობის გამო ერიკ გარსია გააძევა.

 

“ატლეტიკო” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “არსენალსა” და “სპორტინგს” შორის გამარჯვებულს 29 აპრილს და 6 მაისს შეხვდება.

 

მადრიდი. „ვანდა მეტროპოლიტანო“

ატლეტიკო – ბარსელონა 1:2

გოლები: 0:1 იამალი (4), 0:2 ტორესი (24), 1:2 ლუკმენი (31)

გაძევება: გარსია (79)

წყარო: Sportall.ge