ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში პსჟ-მ „ლივერპული“ 2:0 დაამარცხა, ორი შეხვედრის ჯამში 4:0 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა. მასპინძელთა გუნდის მეკარის გიორგი მამარდაშვილის და სტუმართა გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს.
მამარდაშვილი: Whoscored 5.8, Sofascore 5.7, Flashscore 5.8.
კვარაცხელია: Whoscored 7.3, Sofascore 7.2, Flashscore 7.3.
საუკეთესო შეფასებები დუბლის ავტორმა უსმან დემბელემ მიიღო (8.6, 8.2, 8.8), რომელიც MVP გახდა. მის შემდეგ ყველაზე მაღალი ქულები „პარი სენ ჟერმენის“ მეკარე მატვეი საფონოვმა დაიმსახურა (8.6, 7.4, 8.1).
წყარო: Sportall.ge