ცნობილი უკრაინელი კომენტატორის იგორ ციგანიკის თქმით, გადაწყვეტილი ამბავია, რომ სერგეი რებროვი მისი ქვეყნის ეროვნული ნაკრების დამრიგებლის პოსტს დატოვებს.
როგორც ის აღნიშნავს, რებროვმა გადაწყვეტილება თავად მიიღო, ამბავი ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ მას აქვს ინფორმაცია, რომ ეს მალე მოხდება.
ციგანიკისვე თქმით, უკრაინის ნაკრების ახალი დამრიგებელი მირონ მარკევიჩი გახდება. ჟურნალისტი იგორ ბურბასმა კი განაცხადა, რომ რებროვმა არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან მომხიბვლელი წინადადება წელიწადში 5 მილიონი ევროს ხელფასის სახით მიიღო, რაზეც უარი ვერ თქვა.
შეხსენებისთვის, უკრაინის ნაკრები ერთა ლიგის B ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეა.
წყარო: Sportall.ge