ფეხბურთი

გამოირიცხა – კონტე იტალიის ნაკრებში არ დაბრუნდება

“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ უარყო ინფორმაცია, რომ იტალიის ნაკრებში დაბრუნდება. “პარტენოპეის” დამრიგებელმა La Gazzetta dello Sport-ს უთხრა, რომ “პარტენოპეისთან” კონტრაქტი კიდევ 1 წლით აკავშირებს, რის შემდეგაც თავის მომავალზე გუნდის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს დაელაპარაკება. 

 

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მუნდიალზე ვერგასვლის გამო “სკუადრა აძურას” დამრიგებლის პოსტი ჯენარო გატუზომ დატოვა და მის ნაცვლად დროებით 67 წლის სილვიო ბალდინი დანიშნა, რომელიც 2025 წლის ივლისიდან იტალიის ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი იყო. 

 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, იტალიის ნაკრებში სამუშაოდ სავარაუდოდ, რობერტო მანჩინი დაბრუნდება. 

წყარო: Sportall.ge