ფეხბურთი

გარსიას გაყიდვას უპირებენ – ახალგაზრდა ესპანელი სავარაუდოდ, “რეალს” დატოვებს

The Athletic-ის ინფორმაციით, დიდია ალბათობა იმისა, რომ მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “რეალის” რიგები 22 წლის ესპანელმა თავდამსხმელა გონსალო გარსიამ დატოვოს. 

 

მადრიდულ გრანდს მომავალი სეზონისთვის “ლიონში” განათხოვრებული ენდრიკიც დაუბრუნდება, რის გამოც ახალგაზრდა შემტევს უფრო მცირე სათამაშო დრო მიეცემა და ამიტომ გაყიდვას უპირებენ. 

 

გარსიას სატრანსფერო ღირებულებად 30 მილიონი ევრო სახელდება. მისით ინტერესს პრემიერ ლიგისა და ბუნდესლიგის გუნდები იჩენენ. 

წყარო: Sportall.ge