ფეხბურთი

15 მილიონი 17 წლის ტალანტში – დონეცკის “შახტარი” ბრაზილიელ ფეხბურთელს იმატებს

Football.ua-ს ინფორმაციით, დონეცკის “შახტარი” “ატლეტიკო პარანაენსეს” 17 წლის ამომავალი ბრაზილიელი ვარსკვლავის ბრუნინიოთი გაძლიერდება. 

 

ახალგაზრდა შემტევის 15-მილიონიანი ტრანსფერი უკრაინულმა გუნდმა უკვე შეათანხმა და შრომით ხელშეკრულებასაც ხელი მალე მოეწერება. 

 

ბრუნინიომ მიმდინარე სეზონში 16 შეხვედრაში თავი 4-ჯერ გამოიჩინა და ის დონეცკელთა რიგებში ბრაზილიელთა ლეგიონს შეემატება. 

 

შეხსენებისთვის, “შახტარის” ღირსებას ამჟამად ირაკლი აზაროვი იცავს, გუნდის საკუთრება გიორგი გოჩოლეიშვილი კი იჯარით “ჰამბურგში” ირჯება. 

წყარო: Sportall.ge