სხვა

“მამარდაშვილი დიდ სცენაზე თვითდაჯერებული იყო” – ინგლისური მედია ქართველის თამაშზე

ანალიტიკური საიტებისგან განსხვავებით, ინგლისურმა გამოცემებმა პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში (0:2), „ლივერპულის“ მეკარის გიორგი მამარდაშვილის თამაში უფრო ობიექტურად შეაფასეს, რაც ცოტა არ იყოს გასაკვირია. ქართველზე უფრო დაბალი ქულები „წითლების“ სხვა ფეხბურთელებმა მიიღეს.

 

Liverpool Echo (6 ქულა): „მთლიანობაში მშვიდ პირველ ტაიმში, დემბელეს შორიდან დარტყმული მოიგერია. შესვენების შემდეგ გარდა კარიდან ბურთის გამოტანისა, არა დარჩენოდა რა“.

 

This Is Anfield (6 ქულა): „ყურადღებით და ხელებით კარგად თამაშობდა. დამაჯერებლად მოქმედებდა, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებდა, როდესაც აუცილებელი იყო, გამოსვლებზე მუშტით იგერიებდა მაღალი ჩაწოდებებისას ბურთს. შეხვედრის ბოლოს დემბელეს გოლისას ბურთი გვიან დაინახა, თუმცა, შესაძლოა, მეტის გაკეთება შეეძლო“.

 

Rousing The Kop (4 ქულა): „ზაირ-ემერის ერთი-ერთზე გასვლისას დასწრებაზე კარგად გაისარჯა, შემდეგ დემბელეს დამატებაზე არ გაატანინა, მაგრამ ზედმეტად არაზუსტი გახლდათ გადაცემებისას, როდესაც მეტი მოეთხოვებოდა“.

 

Liverpool World (6 ქულა): „პირველ ტაიმში ერთი კარგი „სეივი“ ჰქონდა, მაგრამ ფეხით თამაშისას დამაჯერებლად ვერ გრძნობდა თავს. მეორე ტაიმში ეს კომპონენტი გამოასწორა, თუმცა შეიძლება, მატჩის დასაწყისში ცოტა მეტად თავდაჯერებულობა სჭირდებოდა“.

 

liverpool.com (7 ქულა): „ორი გოლის გაშვების მიუხედავად, ქართველმა პირველი დაპირისპირება კარგად ჩაატარა. კვლავ ფხიზლად უნდა ყოფილოყო. დიდ სცენაზე თვითდაჯერებულად და „სუფთად“ გამოიყურებოდა, თუმცა გაშვებული გოლებისას ვერაფერი მოახერხა“.

წყარო: Sportall.ge