ლიგა 1-ის ოცდამეექვსე ტურის გადადებულ მატჩში, სახლში „ნანტის“ 3:0 დამარცხების შემდეგ, პსჟ-ს მწვრთნელი ლუის ენრიკე პრესკონფერენციაზე ჩინებულ ხასიათზე მივიდა და დუბლის ავტორზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე გაიხუმრა:
„თითქმის იდეალური შეხვედრა ჩავატარეთ, გამარჯვება დავიმსახურეთ. „კვარა“ უფრო კომფორტულად თავს სამშაბათსა და ოთხშაბათს გრძნობს? (იღიმის) უეჭველი ეს ჩემპიონთა ლიგის თამაში ეგონა (იცინის). თუ სერიოზულად, სწორედ ასეთ მომენტებში ხედავ ფეხბურთელთა დონეს. ის მთელი სეზონის განმავლობაში ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელია. ეს მის ტექნიკურ უნარებში ჩანს, აგრეთვე ხასიათში, რომელსაც მატჩში ავლენს, თუ როგორ ირჯება დაცვაში და საერთოდ, ქცევის მანერაში“.
წყარო: Sportall.ge