…ეს არ იყო ნიკა კალანდარიშვილის დღე – მას ჯერ ხელზე მოხვდა ბურთი და დაინიშნა 11-მეტრიანი, რომელიც ლაშა მენთეშაშვილმა გამოიყენა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში ხელით დაიყირა “დილას” შემტევი და ბოლო იმედის ჯარიმის გამო წითელი ბარათი უჩვენეს.
მიუხედავად ყველაფრისა, ბათუმის “დინამომ” ფარ-ხმალი არ დაყარა და მომენტები შექმნა, სულ ბოლო წამზე გურამ ჯაფარიძეს შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ მისი დარტყმული კარსც ასცდა.
საბოლოოდ გაიმარჯვა “დილამ”, დააგროვა 13 ქულა და მეორე ადგილზე დაბრუნდა, სადაც გასული სეზონი დაასრულა. პირველ ადგილზეც შარშანდელი ჩემპიონი “იბერიაა”, რომელიც მდევარს 4 ქულით უსწრებს. ბოლო ადგილზე 7 ქულით ბათუმის “დინამოა”.
მომდევნო ტურში “დილას” “სპაერს” ესტუმრება (26 აპრილი), ხოლო ბათუმის “დინამო” “ტორპედოს” მიიღებს (27 აპრილი).
დილა-დინამო (ბთ) 1:0
გოლი: 1:0 მენთეშაშვილი (17, პენალტით)
გაძევება: კალანდარიშვილი (49, დინამო)
დილა: კერესელიძე, კიკაბიძე, არაუჟო, ეტოუ, ჯალაღონია (კომპაორე 46), ოლატუნჯი, ტიბუე, მენთეშაშვილი (ტალი 83), ფულერი (მალი 72), ფარულავა (სანიანგი 72), კანტე (შეყილაძე 61)
დინამო: თურმანიძე, ჩიტეიშვილი, კობახიძე, კალანდარიშვილი, ლაკვეხელიანი (ბარამიძე 67), ფუტკარაძე (გ. კოხრეიძე 61), მილჩენკო (ჯაფარიძე 36), კირკიტაძე, მარა, წულუკიძე (აბუსელიძე 67), მანდრიჩენკო (ხოზრევანიძე 67)
არბიტრი: ა. აფციაური
წყარო: Sportall.ge