ავსტრიის ბუნდესლიგის მეორე ეტაპზე, საჩემპიონო ჯგუფში, ოცდამერვე ტურში „შტურმი“ სახლში „ლასკთან“ წაგებას გადაურჩა, რომელსაც მსაჯმა ორი ფეხბურთელი გაუძევა – 1:1.
მასპინძლები მარცხისგან ოთარ კიტეიშვილმა გატანილი პენალტით იხსნა. მან შეუცვლელად ითამაშა, გიზო მამაგეიშვილი კი 66-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
კიტეიშვილის ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 37 მატჩში 18 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.
ქართველების თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს
კიტეიშვილი – Sofascore 7.8, Flashscore 7.9.
მამაგეიშვილი – Sofascore 7.2, Flashscore 6.9.
„შტურმმა“ ბოლო 9 მატჩიდან 5 ფრედ დაასრულა, 4 მოიგო, 29 ქულით ლიდერია და 26 აპრილს ვენის „აუსტრიას“ უმასპინძლებს. მეორე ადგილზე 28 ქულით „ზალცბურგია“, ხოლო მესამეზე 27 ქულით „ლასკი“.
გრაცი. „მერკურ არენა“
შტურმი – ლასკი 1:1
გოლები: 0:1 უსორი (52), 1:1 კიტეიშვილი (78, პენ)
გაძევება: ალემაო (18, ლასკი), ადენირანი (67, ლასკი)
წყარო: Sportall.ge