ლიგა 1-ის ოცდამეექვსე ტურის გადადებულ მატჩში პსჟ საკუთარ მოედანზე „ნანტს“ 3:0 ამარცხებს.
მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ძირითადი შემადგენლობა ისევ გადაახალისა და კვარაცხელია სასტარტოში დააყენა. მე-11 წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი მარკინიოსთან ბრძოლაში ხელზე მცველს, იუსეფს მოხვდა და ხვიჩამ პენალტით დედაქალაქელები დააწინაურა. ეს “პარი სენ ჟერმენში” ქართველის მიერ პირველად შესრულებული თერთმეტმეტრიანი იყო. ცოტა ხანში სტუმრებმა გაიტანეს, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა. 37-ე წუთზე მახვილი კუთხიდან ლოპეშის კარი დუემ დალაშქრა და პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში „კვარამ“ შესანიშნავი დრიბლინგის შედეგად დუბლი შეასრულა.
ამ სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე ყველა ტურნირზე 42 მატჩში 16 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.
წყარო: Sportall.ge