შეიძლება, “რუსთავი” ნაკლებად კმაყოფილი უნდა საბოლოო შედეგით, რადგან გასატანი შანსი უფრო მეტი ჰქონდა. საერთოდ, ამ შეხვედრაში მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ უკანახაზელები, გარდა ამისა, ყოჩაღად ირჯებოდა ტყიბულელთა კარის დარაჯი ლევან შოვნაძე…
მოკლედ, იმის თქვა გვსურს, რომ წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე, ძირითადად ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა. რაც შეეხება მომდევნო ტურს, მძიმე გამოცდა ექნება “რუსთავს”, რომელიც “იბერიას” უმასპინძლებს, ხოლო “მეშახტე” სტუმრად “გაგრას” შეხვდება.
მეშახტე-რუსთავი 0:0
მეშახტე: შოვნაძე, პიმენტელი, ქურდაძე, გეგია, შუბითიძე, პიროგოვი (კვირკვია 29, აბულაძე 90+2), პაპუაშვილი, ჯიქია, ბურდული (ღურწკაია 74), ც. ფაცაცია (შონია 74), სიხარულიძე
რუსთავი: ბერუაშვილი, ანდღულაძე, იაკობიძე, ვ. ფაცაცია, ჩიქოვანი, გუჯაბიძე (პამი 62), ნაკანო (ჯიბრილი 88), სეიხასი (უბილავა 74), ოსეი, ალმეიდა (კენიო 74), კესი (ჯაფარიძე 88)
არბიტრი: ი. შენგელია
წყარო: Sportall.ge