“ვილიარეალის” ქართველმა ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, რომ მისი ყოფილი თანაგუნდელი რაიან შერკი “ბარსელონას” ვარსკვლავ ლამინ იამალას სჯობს.
ჩვენებური ამჟამად “სიტის” ნახევარმცველთან ერთად გასულ სეზონში “ლიონში” ასპარეზობდა და მათ ერთმანეთთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა აკავშირებთ.
“იამალის დონის ფეხბურთელების ყურება უდიდესი სიამოვნებაა, მაგრამ შერკი ლამინზე უკეთესია. რაიანი ორივე ფეხით ბრწყინვალედ თამაშობს, ლამინი კი მხოლოდ მარცხენა ფეხითაა კარგი.
შერკის შეუძლია გოლის გატანა, მოედნის შესანიშნავი ხედვა აქვს, საგოლე გადაცემებს აკეთებს, სტანდარტული დარტყმების ნამდვილი პროფესიონალია და მოკლედ, ყველაფრის კარგად გაკეთება შეუძლია”, – ციტირებს მიქაუტაძეს Footmercato.
წყარო: Sportall.ge