Geo Team-ის ცნობით, თბილისის „დინამოს“ თემურ ქეცბაია ჩაუდგება სათავეში:
„თემურ ქეცბაია „დინამო თბილისში“! Geo Team-ის ინფორმაციით, თემურ ქეცბაია „დინამო თბილისის“ ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება. ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მე-7 მატჩის ვერმოგების შემდეგ, „დინამო“ ვლადიმერ კაკაშვილთან თანამშრომლობას შეწყვეტს. ლეგენდარული დინამოელი სახლში ბრუნდება“.
ქეცბაია ბოლოს „ანორთოსისში“ მუშაობდა, რომელიც 3 თებერვალს დატოვა.
წყარო: Sportall.ge