ფეხბურთი

ოფიციალურად: რებროვი უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს

უკრაინის საფეხბურთო ასოციაციამ გვაუწყა, რომ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან სერგეი რებროვი გაათავისუფლა. მხარეებმა ერთმანეთს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს და შემდეგში წარმატებები უსურვეს. 

 

რებროვი უკრაინის ნაკრებს 2023 წლიდან ხელმძღვანელობდა და მის პერიოდში ეროვნულმა გუნდმა ევრო 2024-ზე გასვლა შეძლო, თუმცა 2026 წლის მუნდიალის საგზური ვერ მოიპოვა, რაც წარუმატებლობად შეფასდა. 

 

ადგილობრივი მედია ადრე წერდა, რომ გუნდის ახალი დამრიგებელი სავარაუდოდ, მირონ მარკევიჩი გახდება. შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის B ჯგუფში უკრაინის ნაკრები საქართველოს მეტოქეა. 

წყარო: Sportall.ge