მადრიდის “რეალს” მომდევნო სეზონში, დიდი ალბათობით, ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება.
L’Équipe-ს ცნობით, “ბლანკოსი” ალვარო არბელოას შემცვლელად მაურისიო პოჩეტინოსა (აშშ-ს ნაკრები) და მასიმილიანო ალეგრის (მილანი) კანდიდატურებს განიხილავს.
ჯერჯერობით უცნობია, რომელ კანდიდატზე შეაჩერებს არჩევანს “სამეფო კლუბი”.
შეგახსენებთ, “რეალი” ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 70 ქულით მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ “ბარსელონას” 9 ქულით ჩამორჩება.
წყარო: Sportall.ge