ფეხბურთი

გულიაშვილის გოლი, მაღალი შეფასებები და “რასინგის” ლა ლიგისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი

სეგუნდა დივიზიონის ოცდამეთექვსმეტე ტურში „რასინგმა“ გასვლაზე „სოსიედად B” 3:1 დაამარცხა.

 

სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა გიორგი გულიაშვილმა გოლი გაიტანა. მან 77-ე წუთამდე ითამაშა და ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასებები დაიმსახურა: Flashscore 8.2, sofascore 7.9. ქართველზე მაღალი ქულები მხოლოდ მისმა თანაგუნდელმა ინიგო ვისენტემ მიიღო (9.1, 8.9).

 

გულიაშვილის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე 13 მატჩში  6 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.  

 

ტურნირის დასრულებამდე 6 ტურით ადრე „რასინგი“ 68 ქულით ლიდერია და 26 აპრილს, სტუმრად „სეუტას“ დაუპირისპირდება. უახლოეს მდევრებს „დეპორტივოს“ და „ალმერიას“ 61-61 ქულა აქვთ, რომელთაც თითო-თითო შეხვედრით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

 

სან-სებასტიანი. „სუბიეტა რეალ სოსიედადი“

სოსიედად B – რასინგი 1:3

გოლები: 0:1 მარტინი (10), 0:2 გულიაშვილი (14), 0:3 ვისენტე (60), 1:3 კარერა (86)

წყარო: Sportall.ge