Site icon sportmedia.live

ვინ გაწვრთნის “რეალს”? – ორი მთავარი კანდიდატი გამოიკვეთა

მადრიდის “რეალს” მომდევნო სეზონში, დიდი ალბათობით, ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება.

 

L’Équipe-ს ცნობით, “ბლანკოსი” ალვარო არბელოას შემცვლელად მაურისიო პოჩეტინოსა (აშშ-ს ნაკრები) და მასიმილიანო ალეგრის (მილანი) კანდიდატურებს განიხილავს.

 

ჯერჯერობით უცნობია, რომელ კანდიდატზე შეაჩერებს არჩევანს “სამეფო კლუბი”.

 

შეგახსენებთ, “რეალი” ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 70 ქულით მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ “ბარსელონას” 9 ქულით ჩამორჩება.

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version