Al Weeam-ის ინფორმაციით, “ალ ნასრის” ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ შესაძლოა, მომდევნო სეზონიდან ერთად საუდის არაბეთის კლუბში თავის შვილთან რონალდო ჯუნიორთან ერთად ითამაშოს.
41 წლის ვარსკვლავის ვაჟი ამჟამად “ალ ნასრის” აკადემიაში ირჯება და ის შესაძლოა, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მთავარ გუნდში გადაიყვანონ.
მამის მსგავსად, უმცროსი რონალდოც თავდამსხმელია. ის 2010 წლის ივნისში დაიბადა და 2025 წლის ოქტომბერში პირველად გამოიძახეს პორტუგალიის 16-წლამდელთა ნაკრებში.
წყარო: Sportall.ge