ჩემპიონშიფის ორმაცდამეოთხე ტურში „უოტფორდი“ გასვლაზე „ვესტ ბრომვიჩთან“ 0:3 დამარცხდა.
სტუმართა გუნდში გიორგი ჩაკვეტაძემ 62-ე წუთამდე ითამაშა – შეფასებები: Sofascore 6.3, Flashscore 6.3, Whoscored 5.9.
საბა გოგლიჩიძე კი განაცხადში არ იყო.
„უოტფორდმა“ ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა, ბოლო 6 მატჩიდან 4 წააგო, 2 ფრედ დაასრულა, ამ მომენტისთვის 57 ქულით მეთხუთმეტე ადგილზეა და 25 აპრილს, ბოლოსწინა ორმოცდამეხუთე ტურში „მიდლსბროს“ ესტუმრება.
ვესტ ბრომვიჩი. „ჰოტორნსი“
ვესტ ბრომვიჩი – უოტფორდი 3:0
გოლები: 1:0 პრაისი (21), 2:0 დიკე (41), 3:0 იმრაი (69)
წყარო: Sportall.ge