ლიგა 1-ის ოცდამეათე ტურში „მეცი“ საკუთარ მოედანზე „პარიზთან“ 1:3 დამარცხდა.
სტუმრები თავიდან დაწინაურდნენ. 30-ე წუთზე კი ტრავმირებული სადიბუ სანეს ნაცვლად შეცვლაზე გიორგი ქვილითაია შევიდა და ბურთზე პირველივე შეხებით ანგარიში გაათანაბრა. მან “მეცში” მეექვსე მატჩში პირველი გოლი გაიტანა. თუმცა, მეორე ტაიმში ორი გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს.
მასპინძელთა გუნდში გიორგი წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და საკმაოდ აქტიურობდა, ხოლო გიორგი აბუაშვილი განაცხადში არ იყო.
ქართველების თამაში ანალიტიკურმა საიტებმა დადებითად შეაფასეს
წიტაიშვილი: whoscored 7.5 , sofascore 7.4 , Flashscore 7.7.
ქვილითაია: whoscored 7.9, sofascore 7.5, Flashscore 7.4.
„მეცი“ 15 ქულით აუტსაიდერია და 26 აპრილს გასვლაზე „ჰავრს“ დაუპირისპირდება.
მეცი. „სენ სიმფორიენი“
მეცი – პარიზი 1:3
გოლები: 0:1 გორი (21), 1:1 ქვილითაია (31), 1:2 ოტავიო (69), 1:3 კებალი (89)
წყარო: Sportall.ge