პორტუგალიის ჩემპიონატის ოცდამეათე ტურში „სპორტინგი“ სახლში „ბენფიკასთან“ 1:2 დამარცხდა.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი სათადარიგო იყო.
„სპორტინგს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 71 ქულით მესამე ადგილზეა და 22 აპრილს, თასის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში გასვლაზე „პორტუს“ შეხვდება. ლიდერი 76 ქულით „პორტუა“, „ბენფიკა“ კი 72 ქულით მეორე პოზიციაზეა.
ლისაბონი. „ჟოზე ალვალადე“
სპორტინგი – ბენფიკა 1:2
გოლები: 0:1 შელდერუპი (27, პენ), 1:1 მორიტა (72), 1:2 რაფა სილვა (90+3)
გამოუყენებელი პენალტი: სუარესი (19, სპორტინგი)
წყარო: Sportall.ge