“ტორპედომ” იმერულ დერბიში “სამგურალი” გაანადგურა და ითამაშა ის ფეხბურთი, რომელსაც მისგან გულშემატკივარი ითხოვს. თუმცა იმის თქმა, რომ ეს ასე გაგრძელდება, ნაადრევი გვგონია.
მაგრამ ის, რაც ასე არ უნდა გაგრძელდეს, ეს არის “სამგურალის” დღევანდელი მდგომარეობა – ის ყოვლად უსისტემო, არაორგანიზებული თამაში, რომელიც გიორგი ონიანის გუნდმა ქუთაისში აჩვენა.
“სამგურალი”, პოტენციურად, არც ისეთი სუსტი გუნდია, რომ, თუნდაც “ტორპედოსთან” გასვლით შეხვედრაში, ასე თამაშობდეს და ასეთი ანგარიშით აგებდეს. ვნახოთ, რა ზომებს მიიღებს “სამგურალის” ხელმძღვანელობა.
მანამდე კი გეტყვით, რომ მომდევნო ტურის შეხვედრაში “ტორპედო” სტუმრად ითამაშებს ბათუმის “დინამოსთან”, ხოლო “სამგურალი” მასსავით რთულ მდგომარეობაში მყოფ თბილისის “დინამოს” მიიღებს.
ტორპედო-სამგურალი 6:1
გოლები: 1:0 ანდრიჩი (8, არაბიძის პასით), 2:0 არაბიძე (45+1), 3:0 ბასილაძე (47, დეისაძის პასით), 4:0 ანდრიჩი (55, მამუჩაშვილის პასით), 5:0 შერიფი (80, სიმიჩის პასით), 5:1 გოგოლაშვილი (84, ცეცხლაძის პასით), 6:1 მამუჩაშვილი (86, კუპრავას პასით)
ტორპედო: კლიაიჩი, შერიფი, მანე, სიმიჩი (ნადარაია 82), ბასილაძე (კუპრავა 82), არაბიძე (ზიტა 67), ითრაქი, მამუჩაშვილი, პირესი (გ. კოხრეიძე 76), დეისაძე (ვარლეი და სილვა 76), ანდრიჩი
სამგურალი: სიუკაევი, კვარაცხელია (ხორხელი 60), ქაბია (46. ცეცხლაძე), ვინისიუსი, რიანი, შერგელაშვილი, ბერელიძე, აფციაური (ჯეფერსონი 60), ჟან კარლოსი (გოგოლაშვილი 70), სებოლინია, ველისოლი (ჩხეტიანი 60)
არბიტრი: გ. ავაზაშვილი
წყარო: Sportall.ge