სხვა

[VIDEO] მამუკელაშვილის 16 წუთი – “ტორონტომ” “ვაშინგტონ ვიზარდსი” დაამარცხა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “ტორონტო რაპტორსმა” სტუმრად “ვაშინგტონ ვიზარდსი” 134:125 დაამარცხა.

 

კანადელთა რიგებში სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 16 წუთი გაატარა, რა დროშიც 7 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა. 

 

მატჩის საუკეთესო მოთამაშე იმანუელ ქუიკლი გახდა, “რაპტორსის” უკანახაზელმა 37 წუთში საკუთარ გუნდს 27 ქულა, 2 მოხსნა და 11 შედეგიანი პასი შესძინა.

 

ამრიგად, “ტორონტო” აღმოსავლეთ კონფერენციაში 35 მოგებითა და 25 წაგებით მეხუთე ადგილზეა და შემდეგ მატჩს 4 მარტს, “ნიუ იორკ ნიქსის” წინააღმდეგ გამართავს.

წყარო: Sportall.ge