ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “ტორონტო რაპტორსმა” სტუმრად “ვაშინგტონ ვიზარდსი” 134:125 დაამარცხა.
კანადელთა რიგებში სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 16 წუთი გაატარა, რა დროშიც 7 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე იმანუელ ქუიკლი გახდა, “რაპტორსის” უკანახაზელმა 37 წუთში საკუთარ გუნდს 27 ქულა, 2 მოხსნა და 11 შედეგიანი პასი შესძინა.
ამრიგად, “ტორონტო” აღმოსავლეთ კონფერენციაში 35 მოგებითა და 25 წაგებით მეხუთე ადგილზეა და შემდეგ მატჩს 4 მარტს, “ნიუ იორკ ნიქსის” წინააღმდეგ გამართავს.
წყარო: Sportall.ge
