ლიგა 2-ის ოცდამეათე ტურში „სენტ-ეტიენმა“ სახლში „დიუნკერკი“ 2:1 დაამარცხა.
გამარჯვების გოლი 66-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა.
დავითაშვილის ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 27 მატჩში 14 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.
“სენტ-ეტიენმა“ ბოლო 9 შეხვედრიდან 7 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, 57 ქულით მეორე ადგილზეა და 18 აპრილს „ბასტიას“ ესტუმრება. 58 ქულით ლიდერი „ტრუაა“ (1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული), მესამე ადგილზე 54 ქულით „ლე მანია“
სენტ-ეტიენი. „ჟოფრუა გიშარი“
სენტ-ეტიენი – დიუნკერკი 2:1
გოლები: 1:0 სტასინი (22), 1:1 რობინე (25, პენ), 2:1 დავითაშვილი (66)
წყარო: Sportall.ge