Site icon sportmedia.live

[VIDEO] ზურიკომ გამარჯვების გოლი გაიტანა – “სენტ-ეტიენი” ლიგა 1-სკენ მიიწევს

ლიგა 2-ის ოცდამეათე ტურში „სენტ-ეტიენმა“ სახლში „დიუნკერკი“ 2:1 დაამარცხა.

 

გამარჯვების გოლი 66-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა. 

 

დავითაშვილის ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 27 მატჩში 14 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. 

 

“სენტ-ეტიენმა“ ბოლო 9 შეხვედრიდან 7 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, 57 ქულით მეორე ადგილზეა და 18 აპრილს „ბასტიას“ ესტუმრება. 58 ქულით ლიდერი  „ტრუაა“ (1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული), მესამე ადგილზე 54 ქულით  „ლე მანია“

 

სენტ-ეტიენი. „ჟოფრუა გიშარი“

სენტ-ეტიენი – დიუნკერკი 2:1

გოლები: 1:0 სტასინი (22), 1:1 რობინე (25, პენ), 2:1 დავითაშვილი (66)

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version