ფეხბურთი

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-1 გაგრა. ის, რაც ვერ გამართლდება…

…ერთი გამარჯვება 8 მატჩში და ზედიზედ 7 მოუგებელი შეხვედრა – ასეთი სტარტი აქვს თბილისის “დინამოს”. რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება გაამართლო, მაგრამ “დინამოს” ხელმძღვანელობა ამას ვერაფრით გაამართლებს.

 

ასე თუ გაგრძელდა, ქართული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანი გავარდნის რეალური კანდიდატი იქნება. არ დაგვავიწყდეს, რომ ზაფხულში კლუბმა ევროთასებზე უნდა იასპარეზოს.

 

მოკლედ, “დინამოს” ქომაგებს ვერაფრით დავამშვიდებთ, თუმცა მათ ეს არც სჭირდებათ – ყველაფერი ხელისგულზეა. ბოლო წუთებში, როცა თამაში გადასარჩენი იყო, “დინამო” თითქოს იდგა, უყურადღებოდ ეპყრობდა ბურთს და კინაღამ იქით მიიღო მეორე გოლი…

 

“გაგრამ” სრულიად დამსახურებულად მოიგო და ამოძვრა ბოლო ადგილიდან. მომდევნო ტურში ჟელკო ლუბენოვიჩის გუნდი “მეშახტეს” მიიღებს, ხოლო თბილისის “დინამო” წყალტუბოში “სამგურალს” შეხვდება.

 

 

დინამო (თბ)-გაგრა  0:1

 

გოლი: 0:1 კეკელიძე (52, ანდრეიჩუკის პასით)

 

დინამო: მაქაცარია, გვასალია, კალანდაძე, უგრეხელიძე, ს. ხარებაშვილი, იორო (ლეონარდუ სანტუში 66), ნინუა, მონტეირუ (გ. ხარებაშვილი 66), რამუში (ალექსიძე 66), დონკორი (ზარია 56), სირაძე (დოლტმურზიევი 56)

 

გაგრა: ვორობეი, სადღობელაშვილი (კლაუდინეი 73), ჭავჭანიძე, პორფირიო, არსიჩი, ცინცაძე, სკრიპნიკი (ფიფია 90+1), კეკელიძე (ზოიძე 81), ვანდერსონ სილვა, მუჯირი (დარსანია 73), ანდრეიჩუკი (ფეიქრიშვილი 73)

 

არბიტრი: კ. რევაზაშვილი

წყარო: Sportall.ge