სხვა

ლეაო ტრანსფერზეა – “მილანი” პორტუგალიელი შემტევის გასხვისებაზე ფიქრობს

ჟურნალისტ მატეო მორეტოს ინფორმაციით, “მილანი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბის 26 წლის პორტუგალიელი შემტევის რაფაელ ლეაოს გასხვისებას შეეცდება. 

 

“როსონერი” მზადაა, გუნდის ერთ-ერთ ლიდერს 50 მილიონ ევროდ შეელიოს და ფეხბურთელის დამატება “ბარსელონას” შესთავაზა, თუმცა კატალონიური გრანდისთვის პრიორიტეტი სხვა ვარიანტია. 

 

თავად პორტუგალიელი პოტენციური ტრანსფერის მიმართ მზაობას გამოთქვამს და “სან სიროს” დატოვების წინააღმდეგი არაა. 

 

შეხსენებისთვის, ლეაოს “მილანთან” კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მან სულ 285 მატჩში 80 გოლი გაიტანა და 64 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

წყარო: Sportall.ge