Opta-ს სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალების შემდეგ, ტურნირზე გუნდების რეიტინგი განაახლა და პროგნოზების კორექტირება მოახდინა.
1. არსენალი 37%.
2. ბაიერნი 35%.
3. პსჟ 19%.
4. ატლეტიკო 9%.
ცნობილი რუსი მწვრთნელი იური სიომინი კი ფავორიტად „პარი სენ ჟერმენს“ მიიჩნევს: „თებერვალში ვთქვი, რომ ფიზიკურად ყველაზე უკეთეს მდგომარეობაში პსჟ იქნებოდა, რადგან მაქსიმალური ძალისხმევის გარეშე აუცილებლად მოიგებენ ლიგა 1-ს. ლუის ენრიკე თავის 20 ფეხბურთელს დაახლოებით თანაბარ სათამაშო დროს აძლევდა. მათ ისეთი დატვირთვა არ ჰქონდათ, როგორც პრემიერლიგის და ლა ლიგის გუნდებს. ლუის ენრიკე ამას სპეციალურად აკეთებს, რათა სწორედ მაისისთვის იყვნენ უმაღლეს დონეზე. დღეს ამას ვხედავთ. „არსენალი“ ძლიერია, მაგრამ ეს სხვა „არსენალია. ჩემი აზრით, პსჟ გაიმარჯვებს“.
წყარო: Sportall.ge