სერია A-ს ოცდამეცამეტე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ლაციოსთან“ 0:2 დამარცხდა.
ამით შეწყდა ჩემპიონატზე ანტონიო კონტეს გუნდის ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია – 5 მოგება და 1 ფრე.
„ნაპოლი“ 66 ქულით მეორე ადგილზეა და 24 აპრილს „კრემონეზეს“ უმასპინძლებს. ლიდერი 78 ქულით „ინტერია“, მესამე პოზიციაზე 60 ქულით „მილანია“, მეოთხეზე კი 60 ქულით „იუვენტუსი“.
ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი – ლაციო 0:2
გოლები: 0:1 კანჩელიერი (6), 0:2 ბაშიჩი (57)
გამოუყენებელი პენალტი: ძაკანი (31, ლაციო)
წყარო: Sportall.ge