მოქმედი ჩემპიონის გამარჯვება აბსოლუტურად დამსახურებულია. “იბერიამ” კარგად ორგანიზებული, გააზრებული თამაში აჩვენა და ბათუმელები ყველანაირად განაიარაღა.
თბილისელთა მთავარი კოზირი იყო კონტრშეტევა. 3-დან 2 გოლი სწორედ ასე გაიტანეს. უნდა ითქვას, რომ საგოლე მომენტები ბათუმელებსაც ჰქონდათ, განსაკუთრებით თამაშის დასაწყისში.
მეტიც, ისინი მატჩის ამ ნაწილში უპირატესობასაც ფლობდნენ, მაგრამ პაატა ღუდუშაურის გოლმა დიდად განსაზღვრა მატჩი დარჩენილი ნაწილის სცენარი. “იბერია 1999” ლიდერის პოზიციაზე რჩება. ბათუმელები კი გასავარდნ ზონაში, ბოლოდან მეორე ადგილზე არიან.
მომდევნო ტურში მოქმედი ჩემპიონი და ლიდერი სტუმრად ითამაშებს “სპაერთან”, ხოლო ბათუმის “დინამო”, ასევე სტუმრად, გორის “დილას” შეხვდება. ეს იქნება პირველი წრის ბოლოსწინა ტური.
დინამო (ბთ)-იბერია 1999 0:3
გოლები: 0:1 ღუდუშაური (10), 0:2 ჯინჯოლავა (58, პენალტით), 0:3 ძაგანია (66, ზოურის პასით)
დინამო: თურმანიძე, ჩიტეიშვილი, კობახიძე, კალანდარიშვილი, ლაკვეხელიანი (ბისიეშვილი 78), მილჩენკო (ფუტკარაძე 65), ჯაფარიძე, კირკიტაძე (ბარამიძე 68), მარა (გ. კოხრეიძე 68), წულუკიძე, მანდრიჩენკო (ხოზრევანიძე 65).
იბერია: მეგრელიშვილი, ზოური, ამისულაშვილი, სელიმოვიჩი, ჯინჯოლავა, დადიანი (კუცია 17), ქარდავა, ღუდუშაური (კაფე 79), გოშთელიანი (ნაჭყებია 79), ბედოშვილი (ბიძინაშვილი 88), ძაგანია (ახვლედიანი 88).
არბიტრი: გ. ყრუაშვილი
წყარო: Sportall.ge