ფეხბურთი

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა – “ჰამბურგი” “შტუტგარტთან” განადგურდა

ბუნდესლიგის ოცდამეცხრე ტურში „ჰამბურგი“ გასვლაზე „შტუტგარტთან“ 0:4 დამარცხდა.

 

სტუმართა გუნდის მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი 71-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 3:0 იყო – შეფასებები: Sofascore 6.4 , Flashscore 6.4, Whoscored 5.9. 

 

„ჰამბურგი“ 31 ქულით მეთორმეტე ადგილზეა და 18 აპრილს ბრემენში „ვერდერს“ შეხვდება.

 

შტუტგარტი. „MHPA არენა“

შტუტგარტი – ჰამბურგი 4:0

გოლები: 1:0 შტილერი (21), 2:0 ფიურიხი (32), 3:0 მიტელშტედტი (56), 4:0 ელ ხანუსი (86)

გამოუყენებელი პენალტი: უნდავი (82, შტუტგარტი)

წყარო: Sportall.ge