ბუნდესლიგის ოცდამეცხრე ტურში „ჰამბურგი“ გასვლაზე „შტუტგარტთან“ 0:4 დამარცხდა.
სტუმართა გუნდის მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი 71-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 3:0 იყო – შეფასებები: Sofascore 6.4 , Flashscore 6.4, Whoscored 5.9.
„ჰამბურგი“ 31 ქულით მეთორმეტე ადგილზეა და 18 აპრილს ბრემენში „ვერდერს“ შეხვდება.
შტუტგარტი. „MHPA არენა“
შტუტგარტი – ჰამბურგი 4:0
გოლები: 1:0 შტილერი (21), 2:0 ფიურიხი (32), 3:0 მიტელშტედტი (56), 4:0 ელ ხანუსი (86)
გამოუყენებელი პენალტი: უნდავი (82, შტუტგარტი)
წყარო: Sportall.ge
