ჩემპიონშიფის ორმოცდამეორე ტურში „უოტფორდი“ გასვლაზე „ოქსფორდთან“ 0:2 დამარცხდა.
სტუმართა გუნდში გიორგი ჩაკვეტაძე 68-ე წუთზე შეცვალეს, საბა გოგლიჩიძემ კი 89-ე წუთამდე ითამაშა.
ქართველების თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს
ჩაკვეტაძე – Whoscored 6.4, Sofascore 6.4, Flashscore 6.4.
გოგლიჩიძე – Whoscored 6.8, Sofascore 7.2, Flashscore 6.6.
„უოტფორდი“ 57 ქულით მეთორმეტე ადგილზეა და 18 აპრილს „შეფილდ იუნაიტედს“ უმასპინძლებს.
ოქსფორდი. „კასამი“
ოქსფორდი – უოტფორდი 2:0
გოლები: 1:0 პაარტ-ჰარისი (19), 2:0 ჰარისი (90+2)
წყარო: Sportall.ge