Site icon sportmedia.live

გოგლიჩიძე და ჩაკვეტაძე შეცვალეს – “უოტფორდი” “ოქსფორდთან” დამარცხდა

ჩემპიონშიფის ორმოცდამეორე ტურში „უოტფორდი“ გასვლაზე „ოქსფორდთან“ 0:2 დამარცხდა.

 

სტუმართა გუნდში გიორგი ჩაკვეტაძე 68-ე წუთზე შეცვალეს, საბა გოგლიჩიძემ კი 89-ე წუთამდე ითამაშა.

 

ქართველების თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს

 

 ჩაკვეტაძე – Whoscored 6.4, Sofascore 6.4, Flashscore 6.4.

გოგლიჩიძე – Whoscored 6.8, Sofascore 7.2, Flashscore 6.6.

 

„უოტფორდი“ 57 ქულით მეთორმეტე ადგილზეა და 18 აპრილს „შეფილდ იუნაიტედს“ უმასპინძლებს.

 

ოქსფორდი. „კასამი“

ოქსფორდი – უოტფორდი 2:0

გოლები: 1:0 პაარტ-ჰარისი (19), 2:0 ჰარისი (90+2)

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version