სხვა

პრემიერლიგის გამოცდილებით – დინამომ ინგლისელი ნახევარმცველი დაიმატა

დინამო თბილისმა 28 წლის ინგლისელი ნახევარმცველი ჯოშ ონომა დაიმატა, რომელსაც პრემიერლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს.

კონტრაქტი თბილისურ გუნდა და ფეხბურთელს შორის 1+1 წლის სისტემით გაფორმდა.

28 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ტოტენჰემში, შეფილდ უენსდეიში, ასტონ ვილაში, ფულემსა და ბლექპულში გამოდიოდა.

2012-2018 წლებში ჯოშ ონომამ ინგლისის ფაქტობრივად ყველა ასაკობრივი ნაკრები გამოიარა და 20 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულიც გახდა (2017). მანამდე კი 17 წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატიც მოიგო (2014).

წყარო: Betsson.sport