დინამო თბილისმა 28 წლის ინგლისელი ნახევარმცველი ჯოშ ონომა დაიმატა, რომელსაც პრემიერლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს.
კონტრაქტი თბილისურ გუნდა და ფეხბურთელს შორის 1+1 წლის სისტემით გაფორმდა.
28 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ტოტენჰემში, შეფილდ უენსდეიში, ასტონ ვილაში, ფულემსა და ბლექპულში გამოდიოდა.
2012-2018 წლებში ჯოშ ონომამ ინგლისის ფაქტობრივად ყველა ასაკობრივი ნაკრები გამოიარა და 20 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულიც გახდა (2017). მანამდე კი 17 წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატიც მოიგო (2014).
წყარო: Betsson.sport
