სხვა

“სიამაყე გვერდზე გადადი და წადი” – დომენეკმა შევალიეს რჩევა მისცა

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა რაიმონ დომენეკმა განაცხადა, რომ პსჟ-ის მეკარე ლუკა შევალიემ გუნდის რიგები უნდა დატოვოს. მისი თქმით, ახალგაზრდა კიპერმა საფონოვთან კონკურენცია წააგო და ეს უნდა აღიაროს. 

 

“მეკარის პოზიციაზე ყოველთვის დიდი პრობლემაა, რადგან ადგილი მხოლოდ ერთია. კიდევ ერთი შანსის მისაღებად ცუდი კონკურენტი უნდა გყავდეს და ახლა ეს ასე ნამდვილად არ არის. 

 

საფონოვი მცველების ნდობით სარგებლობს, რაც შევალიეს არ გააჩნია. როდესაც მცველები მას უყურებენ, უხერხულობის შეგრძნება ეუფლება. ამიტომ, თუ მას თამაშის შანსი სურს, ეგო და სიამაყე გვერდზე უნდა გადადოს და საკუთარ თავს უთხრას: “აქ წარმატებას ვერ მივაღწიე, სხვაგან მივაღწევ წარმატებას”.

 

როდესაც საფონოვი დაშავდა, შევალიემ ითამაშა, მაგრამ ადგილი ვერ დაიბრუნა. მას შანსი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. ასე რომ, დიახ, მან სიამაყე გვერდზე უნდა გადადოს და სხვა რამ სცადოს”, – ციტირებს დომენეკის სიტყვებს Le10sport.

წყარო: Sportall.ge