სხვა

ლუის ენრიკე: პსჟ საუკეთესოა, “კვარადონა” – ფანტასტიკური

„ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, პსჟ-ს მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ისაუბრა.

 

„ეს ევროპის ორი საუკეთესო გუნდია, თუმცა „არსენალიც“ შესანიშნავ სეზონს ატარებს. სტაბილურობის მხრივ, „ბაიერნი“, შესაძლოა, ცოტა გვჯობნის, რადგან მხოლოდ ორი შეხვედრა წააგო. იმის მიხედვით, რასაც ვაჩვენებთ, ჩვენზე უკეთესი გუნდი არ არის. როდესაც ტოპ 8-ში მოვხვდით, მე უკვე ვთქვი, რომ ჩვენზე უკეთესი გუნდი არ არსებობს.

 

“კვარადონა“? კვარაცხელიას სხვადასხვა მეტსახელით მივმართავს. ნეაპოლში მას ხშირად ადარებენ. ამ თემაზე ჩვენ ვხუმრობთ ხოლმე. „კვარა“ ფანტასტიკური ფეხბურთელი და შესანიშნავი პიროვნებაა“, – ციტირებს ლუის ენრიკეს RMC Sport-ი.

წყარო: Sportall.ge