სხვა

“პსჟ-მ ზაბარნიში არანორმალური ფული გადაყარა” – მიიჩნევს უკრაინელი ექსპერტი

კიევის „დინამოსა“ და უკრაინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ვიქტორ ლეონენკომ, რომელიც ამჟამად საფეხბურთო ექსპერტია, პსჟ-ში მცველის, ილია ზაბარნის პერქპექტივა შეაფასა.

 

„რა თქმა უნდა, გუნდის გამოცვლა სჭირდება! პსჟ – მისი გუნდი არ არის. როგორც არ უნდა ითამაშოს, მისი სიტუაცია უფრო უარესი იქნება. დიდი ალბათობით, სხვა სუპერკლუბში უკვე ვერ მოხვდება.

 

თუ საშუალო დონის გუნდში გადავა, იქ როგორც არ უნდა ითამაშოს, პრესის მხრიდან ასეთი ყურადღება და კარგი პრესა უკვე არ ექნება. პსჟ-მ ტრანსფერში არანორმალური ფული გადაყარა, ის კი სათადარიგოთა სკამზე ზის. რა თქმა უნდა, ზაბარნი ამაში დამნაშავე არ არის“, – განუცხადა ლეონენკომ  UA-Football-ს.

 

ზაბარნი „პარი სენ ჟერმენმა“ 2025 წლის ზაფხულში „ბორნმუთისგან“ 63 მილიონ ევროდ შეიძინა.

წყარო: Sportall.ge