ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L’Equipe-ის ინფორმაციით, პსჟ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ყველა წამყვანი ფეხბურთელის შენარჩუნებას და გაძლიერებასაც გეგმავს.
პარიზელთა სიაში ორი შემტევია – “არსენალის” ფორვარდი გაბრიელ მარტინელი და “ლაიფციგის” ვინგერი იან დიომანდე. კლუბის სპორტულმა დირექტორმა ლუის კამპოსმა შესაძლო ტრანსფერებზე მუშაობა უკვე დაიწყო და ფეხბურთელების აგენტებს შეხვდა.
ინფორმაციისთვის, ამ სეზონში 24 წლის მარტინელიმ ყველა ტურნირზე 46 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და ექვსი ასისტი გააკეთა. 19 წლის დიომანდეს 32 მატჩში 13 გოლი და რვა შედეგიანი გადაცემა აქვს გაკეთებული
წყარო: Sportall.ge