ფეხბურთი

ჟოზეს დიდი დაბრუნება? – მოურინიომ შესაძლოა, “რეალი” კიდევ ერთხელ ჩაიბაროს

Record-ის ინფორმაციით, “ბენფიკას” 63 წლის დამრიგებელმა ჟოზე მოურინიომ “რეალი” შესაძლოა, კიდევ ერთხელ ჩაიბაროს. მადრიდელთა ბოსები მომავალი სეზონისთვის ახალ დამრიგებელს ეძებენ, თუმცა ალვარელო არბელოას შესაძლო დარჩენის საკითხსაც განიხილავენ.

 

“ბლანკოსს” სიის სათავეში იურგენ კლოპი ჰყავდა, თუმცა “სამეფო გუნდში” უნდოდათ, რომ “ბერნაბეუზე” მუშაობის სურვილი თავად გერმანელს გამოეთქვა, რაც კლოპს არ გაუკეთებია.

 

რაც შეეხება მოურინიოს, ის “რეალს” 2010/13-წლებში ავარჯიშებდა და კლუბი ლა ლიგის ჩემპიონი ქულების რეკორდული რაოდენობით გახადა. მან ასევე გუნდს ესპანეთის თასი და სუპერ თასი მოაგებინა. 

წყარო: Sportall.ge