ისრაელის ნაკრებმა საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა
SportMedia.Live
ისრაელის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბენ შიმონმა 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა საქართველოსთან მატჩისთვის, რომელიც 26 მარტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდება.
შიმონის სიაში 12 ლეგიონერია, დანარჩენები კი ადგილობრივი კლუბების ღირსებას იცავენ. ეროვნულ გუნდში ყველაზე მეტი – 4 წარმომადგენელი ჰაპოელ ბეერ-შევას ჰყავს, შემდეგ კი 3-3 ფეხბურთელით იერუსალიმის ბეითარი და თელ-ავივის მაკაბი მოდიან.
როგორც მოსალოდნელი იყო, ისრაელის ნაკრებს თბილისში რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დააკლდება. ესენი არიან: მანორ სოლომონი (ფიორენტინა, იტალია), მუჰამედ აბუ ფანი (ფერენცვაროში, უნგრეთი), მაჰმუდ ჯაბერი (სენტ ეტიენი, საფრანგეთი) და დან ბიტონი (ჰაპოელ ბეერ-შევა).
ცნობილია, რომ ისრაელის ეროვნული გუნდი მოახლოებული ფანჯრის ეგიდით მხოლოდ ერთ მატჩს ჩაატარებს, საქართველოს ნაკრები კი, თბილისური შეხვედრის შემდეგ, გეზს კაუნასისკენ აიღებს და ლიეტუველებს დაუპირისპირდება.