ისრაელის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბენ შიმონმა 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა საქართველოსთან მატჩისთვის, რომელიც 26 მარტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდება.
შიმონის სიაში 12 ლეგიონერია, დანარჩენები კი ადგილობრივი კლუბების ღირსებას იცავენ. ეროვნულ გუნდში ყველაზე მეტი – 4 წარმომადგენელი ჰაპოელ ბეერ-შევას ჰყავს, შემდეგ კი 3-3 ფეხბურთელით იერუსალიმის ბეითარი და თელ-ავივის მაკაბი მოდიან.
როგორც მოსალოდნელი იყო, ისრაელის ნაკრებს თბილისში რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დააკლდება. ესენი არიან: მანორ სოლომონი (ფიორენტინა, იტალია), მუჰამედ აბუ ფანი (ფერენცვაროში, უნგრეთი), მაჰმუდ ჯაბერი (სენტ ეტიენი, საფრანგეთი) და დან ბიტონი (ჰაპოელ ბეერ-შევა).
ცნობილია, რომ ისრაელის ეროვნული გუნდი მოახლოებული ფანჯრის ეგიდით მხოლოდ ერთ მატჩს ჩაატარებს, საქართველოს ნაკრები კი, თბილისური შეხვედრის შემდეგ, გეზს კაუნასისკენ აიღებს და ლიეტუველებს დაუპირისპირდება.
ისრაელის ნაკრები საქართველოსთან
მეკარეები: ომრი გლეიზერი (ცრვენა ზვეზდა, სერბეთი), დანიელ პერეცი (საუთჰემპტონი, ინგლისი), ნივ ელიასი (ჰაპოელ ბეერ-შევა).
მცველები: გაი მიზრაჰი, ორ ბლორიანი (ორივე – ჰაპოელ ბეერ-შევა), ელი დასა (ნაიმეგენი, ნიდერლანდები), იდან ნაჰმიასი (ლუდოგორეცი, ბულგარეთი), სტავ ლემკინი (ტვენტე, ნიდერლანდები), ნიკიტა სტოიანოვი (დინამო ბუქარესტი, რუმინეთი), როი რევივო (მაკაბი თელ-ავივი), იარდენ კოენი (ბეითარი).
ნახევარმცველები/ფორვარდები: იარინ ლევი, იარდენ შუა (ორივე – ბეითარი), დორ პერეცი, იტამარ ნოი (ორივე – მაკაბი თელ-ავივი), ომრი განდელმანი (ლეჩე, იტალია), ელიელ პერეცი (ჰაპოელ ბეერ-შევა), გაბი კანიკოვსკი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ოსკარ გლუხი (აიაქსი, ნიდერლანდები), ანან ჰალაილი (უნიონ სენ ჟილი, ბელგია), სტავ ტორიელი (ჰაპოელ თელ-ავივი), ტაი ბრივო (DC იუნაიტედი, აშშ), დორ ტურგემანი (ნიუ ინგლენდ რევოლუშენი, აშშ).
წყარო: Betsson.sport
