ფეხბურთი

უბერებელი ლუკა – 40 წლის ასაკში მოდრიჩი ხორვატიის წლის საუკეთესო ფეხბურთელი ზედიზედ მეათედ გახდა

“მილანის” 40 წლის ლეგენდარული ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი 2025 წლის ხორვატიის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ვეტერან შუახაზელს ეს პატივი ზედიზედ მეათედ, კარიერაში კი მეთოთხმეტედ ხვდა. 

 

მოგეხსენებათ, ლუკამ კარიერა სამშობლოში ზაგრების “დინამოში” დაიწყო, რის შემდეგაც “ტოტენჰემში” და მადრიდის “რეალში” დიდებული პერიოდები გაატარა. 

 

მოდრიჩი ახლა “მილანის” წევრია და “როსონერისთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, თუმცა მის გახანგლძრივებაზე საუბარი უკვე მიმდინარეობს. 

წყარო: Sportall.ge